суббота, 26 мая 2018 г.


მ   იყვარხარ მაღლა, ცამდე!

ი   ქნებ არცა ხარ ცხადი!

ყ   ამარს წაგიგავს სახე!

ვ   ერსად გიპოვე მსგავსი!

ა   რსად გაგიშვებ წამსვლელს!

რ  ადგან შენ ჩემთვის გაჩნდი!
     ხოდა მიწამლე გამყევ!
ხ   ვალ ცაზე სუფრას გავშლი!

ა   რწივთ მოვიწვევ მთაზედ!
     სულ გამოცლიან სასმისს!
რ  უსთან გაგიწვენ მკლავზე
     და ნამდვილ ქალღმერთს გაგხდი!

ნინო ხორავა

понедельник, 21 мая 2018 г.


ძარღვში დამიარა
შენმა სიყვარულმა♡
მაჯას პულსაცია
წამში ააჩქროლებს♡
მოვალ ჩაგიხუტებ
გულში გიჟმაჟურად♡
ბლებმა?? იჭორაონ
სულაც არ მაშფოთებს♡

ნინო ხორავა

пятница, 18 мая 2018 г.


ფოკას გულში დათოვლილი მთები ქუხდა
და ღრუბლები მოჰხვეოდა ფერდობებს,
შემოგარენს გაისმოდა ზართა რეკვა,
ამაღლებას ზეიმობდნენ ჯავახეთს!

ღამის ბინდი გარიჟრაჟში იჭრებოდა,
და აფრქვევდა ზეცა ქვეყნად მანანებს,
უხილავად დასცვიოდნენ ღრუბელ სვეტად,
მადლიანი მანანები ზარზმას ზედ!

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შემომდგარა,
ციხე კლდეზე, მოამაყე აწყური,
საზეიმო წირვას ისიც განაბული,
უსმენდა და ცამდე იყო ასული!

იქვე ჩუმად გარინდულა ფარავანი,
ტაბაწყურის ტბაც უსმენდა ჟამნობებს,
დილის ცისკარს მოჰყვებოდა მადლობანი,
ქერუბიმნი უგალობდნენ მწყალობელს!

ბუზმარეთი, ჭულე, მწვანე მონასტერი,
შემოჰკრავდნენ საგანგებოდ დიდ ზარებს!
ცა და მიწა ზეიმობდნენ ამაღლებას!
ამაღლებას ზეიმობდნენ ჯავახეთს!

ნინო ხორავა

ჩამოვრეკავ გრძნობის ზარებს
და მოგძებნი ჩემო ერთავ♡
თორე უშენობა ამრევს...
ვიკამათებ მერე ბედთან...

გადავმალავ ეჭვით "არებს"
"კის" მძივებად გულზე შეგრთავ♡
არა თითზე ბეჭდის ნარეკლს...
"უყვარხარო" უკვე ეთქვა...

გამომყევი გოგოვ მალე...
ჩემი ცოლი მინდა გერქვას♡
დაგიკოცნი ლამაზ თვალებს♡
ხო ეს გული შენით ფეთქავს...♡

ნინო ხორავა

понедельник, 14 мая 2018 г.


სულ ასე ხდება: ჩვენი ხელით დათესილ ცოდვებს, ერთ დღეს უეცრად ვიმკით ხოლმე მოსავალივით!

ნინო ხორავა

среда, 9 мая 2018 г.


ცოტახანი დავიკარგო მინდა...
გავქრე სადმე მთებში უგზო-უკვლოდ...
ქვეყნის ბოლოს დავიდებდი ბინას...
ვიქნებოდი სიჩუმეში, უხმოდ...

ცოტა ხანი, რომ გავექცე სიტყვას...
ყველა ავს და საზრუნავებს უხვად...
გადახვეწა თუნდაც ერთხელ ღირს და...
სულსაც უნდა დასვენება...
უნდა!

ნინო ხორავა

понедельник, 7 мая 2018 г.


ტაძარში მრევლი ისმენს გალობას,
გამთენიისას წირავს მოძღვარი -
აღსავლის კარში ლოცვას წარმოსთქვამს,
საკურთხეველს დგას სტიქაროსანი.

ვუსმენ და გულში მეღვრება შვებად,
მედავითნისგან ფსალმუნთ თხრობანი,
ვუსმენ და ჩემში სიკეთეს კვებავს,
მგალობლებისგან ხმატკბილობანი.

უფლის წიაღში ვითხოვ შენდობას,
სულში ივანებს თვით მშვიდობანი,
ღმერთო მიიღე ჩემგან დიდება,
დაუშრეტელი ეს მადლობანი.

წმინდა გიორგის მადლის მზეობამ,
გამისხივფერა აზრ-გონებანი
და დღევანდელმა უფლის წყალობამ
გადამიფარა ჩემი ცოდვანი.

ჩემს ტაძარს 💕
გილოცავთ გიორგობას 💕

ნინო ხორავა