понедельник, 30 апреля 2018 г.


გაიმაისა გაზაფხულმა
თავის ფიალა 🌸🏵🌼🌺
ცხელი ზაფხულის კარიბჭეა,
უცხო კი არა 🌞

ნინო ხორავა

суббота, 28 апреля 2018 г.


სულ ერთია ბედი, როგორ გაიღიმებს...
შეგროვილი უკვე აღარ იფანტება!
თუ იტირებ, ვერაფერს ვერ აირიდებ...
რას შენია, არასოდეს იკარგება!

ნინი ხორავა

четверг, 26 апреля 2018 г.


ქალს ♡

თუ ფერადია შენი სამყარო
რაღა აზრი აქვს
შავ და თეთრ კადრებს ♡
თუ გულში ვეღარ დაგიტევია
და სიყვარულებს
შეშლილად აფრქვევ ♡

თუ მოგუგუნე გუგულს ჰგვახარო ♡
როგორ სჩადიო სიგიჟეს ამდენს???
თუ გრძნობის ხმები უნდა მახარო
და მშვიდობისფრად
მანათებ თვალებს ♡

თუ გაზაფხულის ამინდს ჰგავხარო
და გეძახიან ღიმილა ქართველს ♡
თუ ფერადია შენი სამყარო
რაღა აზრი აქვს
შავ და თეთრ კადრებს ♡

ნინო ხორავა

воскресенье, 22 апреля 2018 г.


ფანდურ ჩაგიმღერ ქალაუ!
სნოს ხეობიდან მთიული!
შამაიფრენენ ახადუს,
არწივნი ამაყ ციურნი!

შენთვის ჩამაველ აქაურ,
შამხედე იქმენ მკურნალი!
ერთხელ მაკოცე თუშ-ფშავურ
და არ გამიშვა მწყურვალი!

ნაწნავი გიჩან თავსაბურ,
გიცქერი როგორც მსუნაგი!
წარბ წამწამები მთლა შავურ
და გაღიმება უნახი!

მაიღერებ და ართავ გულ,
ხოხბი ყელივით გულადი!
შამამახვიე თავ თაბრუ,
შენად ვიქეცი გუშაგი!

მიყორხარ გიმღერ ახადუს!
ფეხ არ მოვიცვლი ჯიუტი!
ოღონდ შენ მყავდე ქალაუ!
ოღონდ გიყვარდე მთიული!

ნინო ხორავა

четверг, 19 апреля 2018 г.



ანათებს არწივთ სამეფო!
ამაყად მდგარი შხარა ქუხს!
მთის ნატურფალი სვანეთი,
კავკასიონის ქედზე დუღს!

მღერის კოშკები საქებო!
მიწა მსუყეა, ცა კი დუმს!
აქ დამუნჯდები უთუოდ,
როცა უშგულზე ზვავი გრუხს!

ღამე ვარკვლავებს აენთო,
უშბა უმზერდა მთვარის შუქს!
მყინვართ მზის სხივი ეფერა,
ალიონებზე კვლავ მოსულს!

შემოუვლიან მწყემსები,
ჯიხვებისა და ცხორთა ჯოგს!
აქ ყვავილებიც ჩურჩულებს,
ქედების ძირში დეკა დუმს!

წყალი ენგურის თარეშობს,
მოაქვს დუღილი მთათა სულს!
აქ ნიაღვრებიც შენია
და ჰაერიც კი უსმენს გულს!

ანათებს არწივთ სამეფო!
ამაყად მდგარი შხარა ქუხს!
მთის ნატურფალი სვანეთი!
კავკასიონის ქედზე დუღს!

ნინო ხორავა

воскресенье, 15 апреля 2018 г.


ხატავს სამყარო ფერებს..

როგორ უხდებათ შერწყმა...

აღებს სხვადასხვა კარებს...

ზოგჯერ დახურავს ერთხმად...

გამოასხივებს კერებს...

ფეთქავს სიცოცხლე...

ფეთქააავს...

მე დაგიკოცნი ხელებს...

ჩემი სამყარო შენ ხარ...

ნინო ხორავა

среда, 11 апреля 2018 г.


ღალატის წონას თუ მეტყვი?
ვერა... რადგან არ გიზიდავს..
მასზე მძიმეს და ქვემეხს კი,
კაცი ვერაფერს იტვირთავს...

ნინო ხორავა

вторник, 10 апреля 2018 г.


სასწაულები ხდება წამებში,
წუთი კი სამოც სასწაულს იტევს,
ყველა ღიმილი ვწონე გრამებში,
ბედნიერებად გარდასვლას იწყებს.

სიმშვიდე ძგერდეს ყველას გულებში,
რწმენამ არწიოს აკვანი ისევ,
სიხარულები სულის უბეში,
იმედებიდან სათავეს იღებს.

პოზიტივების დათვლა მზერებში,
ხასიათებად ღვივდება იქნებ,
არ დაიზაროთ ხედვა ფერებში,
ყველა ფერი ხომ საოცრად გვიმზერს.

სასწაულები ხდება წამებში,
წუთი კი სამოც სასწაულს იტევს,
არ დაივიწყოთ თქვენ სიცოცხლეში,
რომ სიყვარული სასწაულს იწვევს.

ნინო ხორავა

воскресенье, 8 апреля 2018 г.


"ქრისტე აღდგა"- ო  სამჯერ მეტყვის ჩემი უფალი...
წყალობის ნიშნად მომიშუშებს გულში იარას...
ადამიანი - დაფარული ხორცის სუდარით...
ღვთის ჭურჭელია "ჭეშმარიტად" - სულის ფიალა...

"ნინო ხორავა"

ეს ჩემი პატარა ტაძარია ❤